გიორგი და მარიამ ალექსიძეების ქორეოგრაფიის საღამო

21:59, 29.06.2026

ერთი ოჯახის ორი თაობის შემოქმედებათა ტანდემი და თბილისის თანამედროვე ბალეტის საიუბილეო საღამო.

10 წლის ისტორიას დასი ორ განყოფილებიანი პროგრამით წარმოადგენს. მაყურებელი ნახავს ცნობილი ქართველი ქორეოგრაფის საბალეტო დადგმის აღდგენილ ვერსიას და კოსმოსში მოგზაურობის ამსახველ თანამედროვე ბალეტს.

მამისა და შვილის შემოქმედება სცენაზე და წარმოდგენა, რომელიც ტრადიციასა და თანამედროვეობას აერთიანებს. ქორეოგრაფიული საღამო რუსთაველის ეროვნულ თეატრში 30 ივნისს გაიმართება.

მსგავსი