დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისების საქმეზე ბრალდებულების, გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის სასამართლო სხდომა გაიმართა. დღევანდელ პროცესზე ირაკლი პაპიაშვილი დაიკითხა. მისი განცხადებით, დამკვეთებთან ის უშუალო კონტაქტში არ იყო და მას მხოლოდ ტექნიკური საკითხების მოგვარება ევალებოდა, ასევე აღნიშნა, რომ ასრულებდა კომპანიის დირექტორის მოვალეობას, დირექტორად კი გიორგი ჩიკვაიძის თხოვნის საფუძველზე დაინიშნა, რადგან მას ხშირად უწევდა საზღვარგარეთ წასვლა. ბრალდებულმა ასევე აღნიშნა რომ არ იცნობდა „ელთ ბილიდგთან“ გაფორმებული ხელშეკრულების დეტალებს. დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა მეორე ბრალდებული გიორგი ჩიკვაიძე, ის წინა სხდომაზე მოსამართლის მიმართ შეურაცხმყოფელი შეძახილების გამო, დარბაზიდან იქნა გაძევებული. სასამართლოში იმყოფებოდა ჩიკვაიძის დედა. მან ჩიკვაიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეჭვი აქვს, რომ მისი შვილი მოწამლეს.
შეგახსენებთ, რომ გამოძიება კომპანია „ელთ ბილდინგის“ საჩივრის საფუძველზე, კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დაიწყო. ბრალდება 7-დან 11- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.