გიორგი ჭაუჭაძე მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელია

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი წელს მარნეულის მეორე საჯარო სკოლის პედაგოგი გიორგი ჭაუჭაძე გახდა. ისტორიის მასწავლებელი ხუთი ფინალისტიდან შეარჩიეს. მას ფულადი ჯილდო გადაეცა, რაც 10 000 ლარს შეადგენს.

ცერემონიას მთაწმინდის პარკმა უმასპინძლა. განათლების მინისტრმა პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცა.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის ინიციატივით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით, უკვე მესამედ გაიმართა.

დატოვე კომენტარი