გიორგი ჩალაძის განცხადება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრისა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელის, გიორგი ჩალაძის განცხადებით, იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის განცხადება არ შეესაბამება სიმართლეს. ჩალაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაში უცხოელი ექიმების ჩართვასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროში განცხადება უკვე რეგისტრირებულია. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი პრემიერ-მინისტრსა და იუსტიციის მინისტრს დაპირების შესრულებისა და მიხეილ სააკაშვილთან პოლონეთის ინიციატივით შექმნილი ექიმების ჯგუფის შეშვებისკენ მოუწოდებს.