გიორგი ჩალაძის განცხადება

„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა თავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა. გიორგი ჩალაძემ იმედი გამოთქვა, რომ „შიდა არჩევნები გამჭვირვალედ ჩატარდება და ნიკა მელია, როგორც თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი ღირსეულად მოიქცევა“. ჩალაძემ განმარტა, რომ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე ღიად, არჩევნების დანიშვნის შემდეგ ისაუბრებს.