გიორგი ჩაკვეტაძემ „გენტში“ პირველი გოლი გაიტანა

გიორგი ჩაკვეტაძემ გენტში პირველი გოლი გაიტანა. ეს ბელგიის პირველი დივიზიონის 22-ე ტურში მოხდა. მისი გუნდი ლოკერენს მასპინძლობდა და 3:0 დაამარცხა.

18 წლის ქართველი შემტევი მოედანზე მხოლოდ 42-ე წუთზე შეუშვეს. გიორგიმ დანიის ნაკრების დაშავებული ნახევარმცველი ანდერს კრისტიანსენი შეცვალა. ჩაკვეტაძემ ჯერ საგოლე შეტევა განავითარა, ხოლო მატჩის მიწურულს მეტოქის კარიც აიღო.

ბელგიის პირველ დივიზიონში, 22 ტურის შემდეგ, გენტი 35 ქულით მე-4 ადგილზეა. ამ შეხვედრამდე ჩაკვეტაძეს ბელგიურ გუნდში მხოლოდ რვა წუთი ჰქონდა ნათამაშები.