გიორგი ბოტკოველის განცხადება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ბოტკოველი, კახეთის სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსს, ჯემალ ბაღათრიშვილს მათი აქტიური წევრისა და სოფელ ვეჯინის ამბულატორიის ექიმის, ელმირა ბეციაშვილის პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლებაში ადანაშაულებს.

გიორგი ბოტკოველმა ენმ-ს გურჯაანის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ბეციაშვილსა და ბაღათრიშვილს შორის დიალოგის აუდიოჩანაწერი მტკიცებულებად წარადგინა.

ელმირა ბეციაშვილი სამსახურიდან გათავისუფლებას მის პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირებს. სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსი კი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ელმირა ბეციაშვილის გათავისუფლების საფუძველი უკმაყოფილო მოქალაქეების საჩივარი და შემოწმების დროს აღმოჩენილი დარღვევები გახდა.