გიორგი ბარამიძის განცხადება – შეფასებები

12:20, 15.08.2026

გიორგი ბარამიძის მიმართ სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის შესახებ აღძრულ საქმეზე გამოძიება გრძელდება. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის განცხადებაზე, ბოლო რამდენიმე დღეა, პროკურატურაში აფხაზეთის ომის ვეტერანების გამოკითხვა მიმდინარეობდა. ბარამიძემ ინტერვიუში განაცხადა, რომ აფხაზეთის ომის დროს ქართველი სამხედროები ტყვეებს ხვრეტდნენ.

საზოგადოების მწვავე რეაქციის შემდეგ, ბარამიძემ განმარტება რამდენჯერმე გააკეთა, თუმცა ნათქვამს სრულად არ უარყოფს. საკითხი პოლიტიკურ სპექტრში მკვეთრი განცხადებების მიზეზია. ოპოზიციონერ პოლიტიკოსს გია ყარყარაშვილი მიმართავს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბარამიძეს მოუწოდებს, შეცდომა აღიაროს და ვაჟკაცური ბოდიში მოიხადოს.

 

მსგავსი