გიორგი ბარამიძის განცხადება – შეფასებები

21:10, 09.08.2026

ერთი განცხადება, ბევრი განმარტება და გამოძიება ორი მუხლით.

სიცრუე, საბოტაჟი, მიზანმიმართული პროვოკაცია თუ შეცდომა, – ბოლო დღეებია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ბარამიძის მიმართ ბრალდებები არ წყდება. ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანი აფხაზეთის ომის დროს ტყვეების დახვრეტასთან დაკავშირებით ნათქვამს არ უარყოფს, თუმცა ამბობს, რომ ვითარების ზუსტად აღწერისთვის, სჯობდა, სხვა სიტყვები გამოეყენებინა. „ნაციონალური მოძრაობა“ თანაგუნდელს მხარდაჭერას უცხადებს, ოპოზიციის ნაწილი და ხელისუფლების წარმომადგენლები კი ბარამიძის განცხადებაში დანაშაულის ნიშნებს ხედავენ. ექცევა თუ არა ყოფილი მაღალჩინოსნის ნათქვამი სისხლის სამართლით დასჯად ქმედებაში, ამას გამოძიება დაადგენს, რომელიც გენერალურმა პროკურატურამ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელის მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

როგორც ცნობილია, გამოკითხვები საგამოძიებო ორგანოში ხვალ გაგრძელდება.

მსგავსი