გიორგი ბარამიძის განცხადება – პოლიტიკური შეფასებები
სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟს საქმეზე გრძელდება გამოძიება – საუბარია გიორგი ბარამიძის განცხადების საფუძველზე დაწყებულ საქმეზე. ბოლო რამდენიმე დღეა პროკურატურაში აფხაზეთის ომის ვეტერანების გამოკითხვები მიმდინარეობს. ბარამიძის თქმით, აფხაზეთის ომის დროს ქართველი სამხედროები ტყვეებს ხვრეტდნენ. საზოგადოების მწვავე რეაქციის შემდეგ, ბარამიძემ განმარტება რამდენჯერმე გააკეთა, თუმცა ნათქვამს სრულად არ უარყოფს. აღნიშნულთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში.