გიორგი ბარამიძის განცხადება – გამოკითხვები პროკურატურაში 

12:15, 13.08.2026

გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება. საქმე ეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსნის იმ განცხადებას, სადაც ბარამიძე ამბობს, რომ აფხაზეთის ომის დროს ქართველი სამხედროები ტყვეებს ხვრეტდნენ. გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლებით მიმდინარეობს. საზოგადოების მწვავე რეაქციის შემდეგ, ბარამიძემ განმარტება რამდენჯერმე გააკეთა, თუმცა ნათქვამს სრულად არ უარყოფს.

აღნიშნულთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება პოლიტიკურ სპექტრში. მისი განმარტება მისაღებია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისთვის, რომლებიც თანაგუნდელს მხარდაჭერას უცხადებენ. სხვაგვარად ფიქრობს უმრავლესობა და ოპოზიციის ნაწილი. ისინი დანაშაულის ნიშნებს ხედავენ.

მსგავსი