გიორგი ბარამიძის განცხადება
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ბარამიძემ სოციალურ ქსელში ვრცელი ახსნა-განმარტებითი ვიდეომიმართვა გაავრცელა მის რეზონანსულ ინტერვიუზე, რომელიც იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში გავიდა. გია ბარამიძე აღნიშნავს, რომ მისი განცხადება იმის შესახებ, რომ „აფხაზეთში ომის დროს ქართველი სამხედროები ტყვეებს ხვრეტდნენ და ამიტომ აფხაზური მხარე ტყვეებს არ იძლეოდა,“ კონტექსტიდან ამოგლეჯილად, მიზანმიმართულად გაავრცელეს.