გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო სხდომა გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო სხდომა გაიმართა. დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისება და უკანონო შემოსავლების ლეგალიზება – ამას ედავება გამოძიება „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელს. დღევანდელ პროცესზე მხარეებმა შესავალი სიტყვები თქვეს, პროკურატურის განმარტებით, ბრალი 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების ნაცვლად, მხოლოდ ნახევარ მილიონამდე გადასცა ინვესტორს, ბიძინა ივანიშვილს, ხოლო დარჩენილ 8 253 ბიტკოინს კი, რაც იმ დროისთვის 42 მილიონზე მეტ დოლარს შეადგენდა, თავად მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა, პროკურორის თქმით, საქმეში დევს ბრალის გამამყარებელი შესაბამისი მტკიცებულებები. თავად გიორგი ბაჩიაშვილი კი ბრალს უარყოფს და მას პოლიტიკური ნიშნით დევნაზე საუბრობს. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა მას გარიგება შესთავაზა, სადაც დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის დათმობის სანაცვლოდ, მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას სთავაზობდა, რაზეც ბაჩიაშვილის თქმით, მისგან უარი მიიღო. საქმის განხილვა ხვალ გაგრძელდება, რა დროსაც მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ.