გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისება და უკანონო შემოსავლების ლეგალიზება – ამას ედავება გამოძიება „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელს. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა ხდება. პროკურორს სასამართლოში სამი მოწმე ჰყავდა წარმოდგენილი, რომელთა შორის ერთ-ერთი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, თეიმურაზ წიქვაძე იყო. სხდომას ესწრებოდა თავად ბრალდებული გიორგი ბაჩიაშვილიც.