გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი

ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიება გირაო, პატიმრობით შეეცვალა, გადაწყვეტილება მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე მიიღო.

პროკურორის განცხადებით, ბაჩიაშვილმა ქვეყანა უკანონო გზით დატოვა და დაარღვია სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მიხედვით, მას ქვეყნის დატოვება არ შეეძლო. პროცესი აღნიშნულ საქმეზე უკვე დასკვნით ეტაპზეა, დღევანდელ სხდომაზე დასრულდა დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა, სხდომა ბრალდებულის გარეშე გაიმართა, რადგან ბაჩიაშვილმა ქვეყანა დატოვა.