ახალი გარემოებები გიორგი ბაჩიაშვილის საქმის გარშემო.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დაიკითხა. მოსამართლეს ჩვენება მისცა ექსპერტიზის ბიუროს იმ ექსპერტმაც, რომელიც ბრალდებულის მიერ წარდგენილი აუდიო ჩანაწერის ექსპერტიზა ჩაატარა. საუბარია 10-წუთიან მასალაზე, რომელსაც დაცვის მხარე ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებად მიიჩნევს და მის საქმეზე დართვას ითხოვს. თანაინვესტირების ყოფილი ხელმძღვანელი ამტკიცებს, რომ ჩანაწერი მასა და ბიძინა ივანიშვილს შორის გამართულ საუბარს ასახავს. ექსპერტმა მასალა დამონტაჟებულად მიიჩნია. ექსპერტიზის ბიუროს უნდობლობას უცხადებს ბრალდებული, რომელიც თავს უდანაშაულოდ და პოლიტიკური დევნის ობიექტად მიიჩნევს. დავის საგანია 43 მილიონამდე ღირებულების 9 000-მდე ბიტკოინი, რომელთა მითვისებას გამოძიება ბაჩიაშვილს ედავება. საგამოძიებო მასალების მიხედვით, ბრალდებულმა ბიძინა ივანიშვილს, რომელიც მასალებში ინვესტორად არის მითითებული, 2015 წელს დადებული გარიგების შემდეგ მიღებული მოგების მხოლოდ ნაწილი გადასცა.