გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი

18:27, 31.01.2025

გიორგი ბაჩიაშვილის ბრალდების საქმე და მორიგი სასამართლო პროცესი.

დღევანდელ სხდომაზე სამი მოწმე დაიკითხა. შეკითხვებს „ქართუ ბანკის“ თანამშრომლებმა და ბაჩიაშვილის ნდობით აღჭურვილმა პირმა უპასუხეს. ბრალდების მხარემ დააყენა „ქართუ ბანკიდან“ გარკვეული დოკუმენტაციის გამოთხოვის შუამდგომლობა. ამ მოთხოვნაზე გადაწყვეტილებას 3 თებერვლის სხდომაზე გამოაცხადებს. მანამდე კი „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის ადვოკატმა ბრალდებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების ნაწილობრივ შეცვლა მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ ის არ დააკმაყოფილა და განმარტა, რომ აღკვეთის ღონისძიება კონკრეტულ მიზნებს და საფუძველს ემყარება. მისივე თქმით, მოსალოდნელი მკაცრი სასჯელის შიშით, ბრალდებული შესაძლოა მიიმალოს და თავი აარიდოს სასამართლოში გამოცხადებას.

მსგავსი