თბილისის საქალაქო სასამართლომ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დამნაშავედ ცნო. გიორგი ბაჩიაშვილს აღნიშნულ საქმეზე ოთხი წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. დამნაშავედ ცნეს ბაჩიაშვილისთვის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარების ფაქტზე ბრალდებული შოთა ქარუმიძეც. ქარუმიძეს თავისუფლების აღკვეთა ოთხი წლითა და ექვსი თვით განესაზღვრა. გადაწყვეტილება ამის შესახებ მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ მიიღო. შეგახსენებთ, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა ქვეყანა იქამდე დატოვა, ვიდრე მას „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიდნენ. პროკურატურა გიორგი ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო კვეთას ედავებოდა, რაც შეეხება ქარუმიძეს, მას ბრალდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარების მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ, სამიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.