„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის საქმეზე, სასამართლო პროცესი გაიმართა.
დღევანდელ პროცესზე, ბაჩიაშვილისთვის საზღვრის კვეთაში დახმარების ფაქტზე დაკავებული, შოთა ქარუმიძე დაიკითხა. ქარუმიძის თქმით, მან ბაჩიაშვილს დახმარება 30 000 დოლარის სანაცვლოდ გაუწია. საზღვრის უკანონოდ კვეთის ფაქტზე დაკავებული ბაჩიაშვილის გარდა, საქმეზე ბაჩიაშვილისთვის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარების ფაქტზე დაკავებულია 48 წლის შოთა ქარუმიძე, რომელიც ბრალს აღიარებს. გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 2 მარტს სასაზღვრო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ავტომობილში მოწყობილი სპეციალური სამალავის საშუალებით, სომხეთის მიმართულებით ფარულად გადაკვეთა.