ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე კი სასამართლო პროცესი დასკვნით ეტაპზეა. საქმის არსებითი განხილვა დასრულებულია და პროკურატურა დღეს დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. ასევე ცნობილი გახდა, რომ პროკურატურის შესაბამისმა სამსახურმა გიორგი ბაჩიაშვილის წითელი ცირკულარით ძებნის შესახებ ინტერპოლს უკვე მიმართეს. „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელს აღნიშნულ საქმეზე აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული გირაო პატიმრობით გუშინ შეეცვალა.
გიორგი ბაშიაჩვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 აშშ დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი ინვესტორის კუთვნილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც, მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენდა. გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.