გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. საქმე ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის მითვისებას ეხება. გამოძიების თანახმად მშობლები ბაჩიაშვილის უკანონოდ მოპოვებული შემოსავლის ლეგალიზაციაში ეხმარებოდნენ. მარინა რამაზაშვილი და ალექსანდრე ბაჩიაშვილს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს. ისინი საქართველოში არ იმყოფებიან, მიმდინარე გამოძიებას კი ბაჩიაშვილის ოჯახის დევნის გაგრძელებად აცხადებენ. სასამართლომ დღესვე განაჩენი გამოაცხადა საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე. თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, რომელმაც 2 მარტს საქართველო მანქანაში მოწყობილი სამალავით დატოვა, მოსამართლემ 4 წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა.