გიორგი ბაჩიაშვილის განცხადება

გიორგი ბაჩიაშვილმა სასამართლო სხდომის დაწყებამდე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებთან დაკავშირებითაც გააკეთა განმარტება. მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ის აქციებს აფინანსებს, აბსურდულია. ბაჩიაშვილმა აღნიშნა, რომ ის აფინანსებს ფონდებს, რომელიც ეხმარებიან აქციაზე დაშავებულ პირებს და ასევე მათ, ვინც აქციის მიმდინარეობისას პოლიტიკური ნიშნით სამსახური დაკარგა.