ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის წერილს სოციალური ქსელით გამოეხმაურა გიორგი ბაჩიაშვილი. მისი განცხადებით, მასთან დაკავშირებით საქმე შეკერილია და სწორედ ამიტომ არ მიაწოდა ინფორმაცია შვეიცარიულმა მხარემ.
„შვეიცარია და არცერთი ცივილიზებული ქვეყანა არ გახდება თქვენი დანაშაულებრივი ქმედებების ინსტრუმენტი“ – დაწერა გიორგი ბაჩიაშვილმა.