გიორგი ბაჩიაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა - შეფასებები

შეფასებების თემაა „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმე. „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი თავისუფალია. სამოქალაქო დავა მორიგების საფუძველზე დასრულდა. მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და აანაზღაურა ზიანი, რის საფუძველზეც გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრსა და ჯარიმაზე. გიორგი ბაჩიაშვილს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე, 11 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.