გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირი

კრწანისში მიმდინარე გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირში, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების 52 გუნდი მონაწილეობს. სპორტული შეჯიბრის პირველი ეტაპი დასრულდა, სადაც თავდაცვის ეროვნული გვარდიისა და ჯარების ლოჯისტიკის უზრუნველყოფის სარდლობის რვა გუნდმა იასპარეზა. აქედან გამარჯვებული ორი გუნდი, მეორე დასკვნით ეტაპზე გადავიდა.

კალათბურთში ტურნირი 26 აგვისტოს, ფინალური თამაშით, ბათუმში დასრულდება, სადაც პირველ ეტაპზე გამოვლენილი საუკეთესო რვა გუნდი შეხვდება ერთმანეთს. გამარჯვებული გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალ თასს მიიღებს, ხოლო სამი საპრიზო ადგილის მფლობელი, მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდება.

დატოვე კომენტარი