გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის იუბილე

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიას დაარსებიდან 19 წელი შეუსრულდა. გმირი ქართველი სამხედროს სახელობის სერჟანტთა აკადემიის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიალს ანწუხელიძის ოჯახის წევრებიც დაესწრნენ. ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე მისმა შვილებმა გიორგი ანწუხელიძის კუთხე გახსნეს. ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ, სერჟანტებს, აკადემიის დაარსების დღე მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.

გაწეული სამსახურისთვის სამხედრო მოსამსახურეები დაჯილდოვდნენ მედლით „გიორგი ანწუხელიძე“. სერჟანტთა აკადემიის მეთაურმა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად აკადემიის ტერიტორიაზე არსებული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

სერჟანტთა მომზადების სკოლა 2003 წლის 25 მარტს, გერმანული მხარის დახმარებით დაარსდა. ადგილზე ნატო-ს სტანდარტებთან მიახლოებული პროგრამით ათეულისა და ოცეულის სერჟანტებს ამზადებენ. 2013 წლის 15 ნოემბერს სერჟანტთა მომზადების სკოლას საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა და სასწავლო ცენტრად ჩამოყალიბდა. 2018 წლის 25 მარტს ცენტრს სერჟანტთა აკადემიის სტატუსი მიენიჭა.