გიორგი ანწუხელიძის სახელობის ჩემპიონატი კალათბურთში

15:29, 28.07.2026

გიორგი ანწუხელიძის სახელობის ჩემპიონატი დაიწყო კალათბურთში. შეჯიბრი თავდაცვის უწყების გუნდებს შორის მიმდინარეობს. სულ 19 გუნდი მონაწილეობს. შესარჩევი ეტაპი ვაზიანში, მე-4 ქვეით ბრიგადაში იმართება, რომლის შედეგადაც სტრუქტურული ერთეულების პირველ ადგილოსანი გუნდები გამოვლინდებიან. ფინალურ ეტაპზე გადასული საუკეთესო გუნდები 5 და 6 აგვისტოს, ქუთაისში იასპარეზებენ. გამარჯვებულ გუნდს გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალი თასი გადაეცემა.

მსგავსი