„გიორგი ანწუხელიძე“ - პრემიერა საქართველოს პირველ არხზე 

აქამდე უცნობი კადრები სამშობლოსთვის თავგანწირული გიორგი ანწუხელიძის ცხოვრებიდან.

საქართველოს პირველი არხის რეჟისორმა, შალვა შენგელმა ეროვნული გმირის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო. ნამუშევარში გიორგი ანწუხელიძეს ოჯახის წევრები და მეგობრები იხსენებენ.

ფილმში შესულია უნიკალური, ექსკლუზიური საარქივო კადრები, რომელიც ეროვნული გმირის სიცოცხლეშია გადაღებული და მას მაყურებელი პირველად ნახავს. ფილმისთვის ორიგინალური მუსიკა დავით ევგენიძემ შექმნა.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ქართველი ჯარისკაცი ოსმა სეპარატისტებმა ტყვედ ჩაიგდეს და წამებით მოკლეს, მისი წამების ვიდეოკადრები კი ინტერნეტით გაავრცელეს. ანწუხელიძეს ეროვნული გმირის წოდება 2013 წლის 15 აპრილს მიენიჭა. დოკუმენტური  ფილმის პრემიერას საქართველოს პირველ არხზე 8 აგვისტოს, 21 საათზე ნახავთ.

დატოვე კომენტარი