გიორგი ანწუხელიძე დღეს 38 წლის გახდებოდა

ქვეყანა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ წამებით მოკლულ ეროვნულ გმირს იხსენებს. გიორგი ანწუხელიძე დღეს 38 წლის გახდებოდა. მეოთხე ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი აგვისტოს ომის დროს იმ 42 პირს შორის აღმოჩნდა, რომლებიც ოკუპანტებმა ტყვედ აიყვანეს. უმძიმესი საყურებელია ომიდან თვეების შემდეგ გავრცელებული კადრები, რომელშიც რუსი სამხედროების მიერ ანწუხელიძის მიმართ სასტიკი მოპყრობა და წამებაა ასახული. თუმცა ტყვედ ჩავარდნილი სერჟანტი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს მაინც წინააღმდეგობას უწევს და მათ მოთხოვნებს არ ასრულებს. ეროვნული გმირის ცხოვრებას და ქვეყნისთვის თავგანწირვას ეძღვნება დოკუმენტური ფილმი, რომელიც საქართველოს პირველმა არხმა მოამზადა. მასში გიორგი ანწუხელიძის სიცოცხლეში გადაღებული არაერთი ისეთი კადრია, რომლებიც საზოგადოებას მანამდე არ უნახავს.

„გიორგი ანწუხელიძე”