გიორგი ანდრიაძის განცხადება

მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ანდრიაძე აცხადებს, რომ მის წინასაარჩევნო აქტივობებს საქართველოს პირველი არხის გარდა, თითქმის არცერთი მედიასაშუალება არ აშუქებს, რაც კანდიდატს მიუღებლად და არადემოკრატიულად მიაჩნია.

ანდრიაძემ დღევანდელ ბრიფინგზე თავის პროგრამაზეც ისაუბრა. ის მთაწმინდის მოსახლეობას პარლამენტში არჩევის შემთხვევაში სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას და ქართული ტრადიციული ღირებულებების დაცვას დაპირდა.