გიორგი ანდრიაძის განცხადება

საქართველოს საპატრიარქოს ეთნოგენეტიკის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, როდესაც ადვოკატი ამბობს, რომ ნუგზარ ბაგრატიონი სიხარულიძეა, ამ შემთხვევაში მან სიხარულიძის გენეტიკური ანალიზიც უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებად.

გიორგი ანდრიაძის თქმით, სიხარულიძეებსა და ბაგრატიონებს შორის არანაირი კავშირი არ იკვეთება.

ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ სიმართლის დასადგენად აუცილებელია ნუგზარ ბაგრატიონის თავისუფალი ნება და ნამარხი ძვლების ანალიზი.