გიორგი ანდრიაძე ლაზ მხარდამჭერებს შეხვდა

რიყის პარკში პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი ანდრიაძე ლაზ მხარდამჭერებს შეხვდა.

შეხვედრა თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით გაიმართა. ანდრიაძის განცხადებით, მსგავსი ტიპის შეხვედრებს ლაზებთან თითქმის ყველა დღესასწაულზე, ყოველგვარი პოლიტიკური სარჩულის გარეშე მართავს.

პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი ანდრიაძე წარსულში საქართველოს საპატრიარქოში არაერთ მაღალ თანამდებობას იკავებდა.