გიორგი ანდრიაძე „გირჩის“ რელიგიური ორგანიზაციის გაუქმებას მოითხოვს

„ეროვნულ-ქრისტიანული მოძრაობის“ ხელმძღვანელი და მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ანდრიაძე „გირჩის“ რელიგიური ორგანიზაციის გაუქმებას მოითხოვს. ანდრიაძემ სარჩელი სასამართლოში ცოტა ხნის წინ შეიტანა. მისი თქმით, აღნიშნული რელიგიური ორგანიზაცია უკანონოდ შექმნილია, ვინაიდან ნებისმიერი რელიგიური ორგანიზაციის დარეგისტრირებისას საჭიროა სამეცნიერო და საინფორმაციო ლიტერატურის წარდგენა. მის განცხადებას უპასუხა „გირჩის“ წარმომადგენელმა ჰერმან საბომ, რომელმაც ბრალდებებს აბსურდული უწოდა.