გიორგი ანდრიაძე ბათუმში შეხვედრებს მართავს

ბათუმში მართავს შეხვედრებს პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი ანდრიაძე. კანდიდატის განცხადებით, მას აუცილებლად ექნება მხარდაჭერა, ვინაიდან მისი პროგრამა არსებული პრობლემების მოგვარებას ითვალისწინებს. ის ამბობს, რომ მისი პროგრამა ამ პრობლემების მოგვარებას ითვალისწინებს და მას მხარდაჭერა ექნება.

ბათუმის ბულვარში დღეს ანდრიაძის მხარდასაჭერი კონცერტი 14 საათისთვის თურქეთში მოქმედ ლაზურ ანსამბლს უნდა გაემართა, თუმცა კანდიდატის განცხადებით, ანსამბლის მონაწილეებს თურქეთის საბაჟოზე პრობლემები შეექმნათ და მათ დროულად ვერ შეძლეს საქართველოში გადმოსვლა.