გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფიის საღამო

21:59, 24.10.2025

სხვადასხვა დროს შექმნილი ქორეოგრაფიული დადგმები ერთ წარმოდგენად – გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტი მეათე საიუბილეო სეზონის გახსნისთვის ემზადება.

პროგრამა, რომლითაც დასი მაყურებლის წინაშე წარდგება, სრულად გიორგი ალექსიძის შემოქმედებას ეთმობა. ცნობილი ქორეოგრაფის ნამუშევრები მისმა შვილმა, მარიამ ალექსიძემ აღადგინა და ერთ წარმოდგენაში გააერთიანა. გიორგი ალექსიძის ქორეოგრაფიის საღამო, 27 ოქტომბერს რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე გაიმართება.

მსგავსი