გიორგი ახობაძის სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნარკოდანაშაულში ბრალდებული ექიმი, გიორგი ახობაძე კვლავ პატიმრობაში დატოვა. დღევანდელ პროცესზე ბრალის გადასინჯვაზე იმსჯელეს. სასამართლოს დაცვის მხარემ ბრალდებულის გათავისუფლების სანაცვლოდ 10 000 ლარის ან “ნებისმიერი ოდენობის გირაო” შესთავაზა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. პროცესზე სიტყვის უფლებით ისარგებლა თავად ბრალდებულმა. გიორგი ახობაძის თქმით, მას მტკიცებულებების მოპოვებისა და საკუთარი სიმართლის დამტკიცების საშუალება არ ეძლევა. პროკურორის თქმით, ახობაძე ბრალდებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვაში, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებაც საქმეში დევს, დაცვის მხარი მტკიცებით კი, ახობაძეს არანაირი ნარკოტიკული საშუალება არ ჰქონია, ხოლო ნარკოტიკი, რომლის შეძენა-შენახვასაც მას ედავებიან, ჩაუდეს. გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. მას ბრალად დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას ედება, დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.