გიორგი ახობაძის სასამართლო პროცესი

გრძელდება ექიმ გიორგი ახობაძის საქმის არსებითი განხილვა. სხდომაზე ბრალდების მხარის ორი მოწმე, ექსპერტები დაიკითხნენ. ადვოკატის განცხადებით, ერთმა ამოღებულ ნარკოტიკზე ჩაატარა ექსპერტიზა. დაცვის მხარის განცხადებით, საქმეში ნეიტრალური მოწმე არ არსებობს, რომელიც საგამოძიებო მოქმედებებს დაესწრო. შეგახსენებთ, გიორგი ახობაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.