გიორგი ახობაძის სასამართლო პროცესი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული გიორგი ახობაძის საქმის არსებითი განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის ორი მოწმე დაიკითხა. გამომძიებლებმა სასამართლოს მათ მიერ ჩატარებული ჩხრეკის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. ადვოკატის განცხადებით, საქმეში არ არსებობს მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდება ნარკოტიკის ფლობა. მისივე განმარტებით, ახობაძე წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს და აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ახობაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.