გიორგი ახობაძის სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის დაკავებული გიორგი ახობაძის პროცესი მიმდინარეობს, სადაც დაცვის მხარე დასკვნითი სიტყვით გამოდის. უფლებადამცველების თქმით, გიორგი ახობაძე სამართალდამცველებმა გააჩერეს და ნარკოტიკული საშუალება ძალის გამოყენებით ჩაუდეს. დღესვე, საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებს თავად ბრალდებული გიორგი ახობაძე, პროცესი უკვე დასკვნით ეტაპზეა.  შეგახსენებთ, რომ ექიმი გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. მას ბრალად დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა ედება. დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.