თბილისის საქალაქო სასამართლოში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული, გიორგი ახობაძის არსებითი საქმის განხილვა გრძელდება.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის ერთი მოწმე დაიკითხა. ექსპერტმა გამოძიების მიერ წარდგენილ მასალაზე ჩატარებულ ექსპერტიზაზე ისაუბრა. სხდომაზე ასევე ისაუბრა ბრალდებულმა გიორგი ახობაძემ. მისი თქმით, მტკიცებულებები გაყალბებულია. მათ შორის. ნივთმტკიცებებზე გადატანილია მისი ანაბეჭდები და გენეტიკური მასალა. შეგახსენებთ, რომ გიორგი ახობაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.