გიორგი ახობაძის განცხადება – გამოხმაურებები
პოლიტიკური შეფასებების თემაა, აქტივისტ გიორგი ახობაძის განცხადებაც, სადაც ის საქართველოს ტერიტორიაზე უკრაინული დრონების შესაძლო შემოფრენასა და ნავთობ-ტერმინალების აფეთქებებზე საუბრობს. ახობაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თუ საქართველოს მოსახლეობა დიდი აფეთქებების ხმას გაიგებს, არ უნდა გაუკვირდეს, რადგან ქართული ნავთობტერმინალები უკრაინისთვის უკვე სამხედრო სამიზნეებია. „ჩვენ ვიქმნით რისკებს, რომ ჩვენ ტერიტორიაზე არსებული ნავთობტერმინალები გახდეს ლეგიტიმური სამხედრო სამიზნეები“, – დაწერა ახობაძემ.
მმართველ გუნდში მის ამ განცხადებას მწვავე კრიტიკა უკვე მოჰყვა.