გიორგი ახობაძე სასამართლომ გაათავისუფლა

გიორგი ახობაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა.

მოსამართლემ ის უდანაშაულოდ ცნო. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვისთვის ბრალდებული გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.