მტკიცებულებათა არასაკმარისი რაოდენობა – ეს იყო მთავარი არგუმენტი, რომლითაც მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა რვა თვის წინ დაკავებული ექიმი უდანაშაულოდ ცნო. გიორგი ახობაძე გასულ წლის შვიდ დეკემბერს მაშინ დააკავეს, როდესაც საპროტესტო აქციიდან სახლში ბრუნდებოდა. პროკურატურა მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას ედავებოდა, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებული ბრალს არ ეთანხმებოდა და აცხადებდა რომ მას ნარკოტიკი ჩაუდეს.
განაჩენის გამოცხადებას ესწრებოდნენ გიორგი ახობაძის ახლობლები, მხარდამჭერები და პოლიტიკოსები – მაკა ლაშხია ადევნებდა თვალს თბილისი საქალაქო სასამართლოში განვითარებულ პროცესებს.