გიორგი გიორგანაშვილის საქმეზე ბრალდებისა და დაცვის მხარე შესავალ სიტყვებს საააპელაციო სასამართლოში 15 მაისს წარმოთქვამენ.
მოსამართლეთა კოლეგიამ დღეს დააკმაყოფილა დაცვის შუამდგომლობა რომელმაც პროცესის გადადება ითხოვა, თუმცა კოლეგიამ არ გაითვალისწინა ადვოკატების მეორე შუამდგომლობა, რომელიც საქმეზე გიორგანაშვილის მიმართ წარდგენილი ახალი ბრალდების მასალების დართვას გულისხმობდა. დაცვის მხარე იმ გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს, რომლითაც გიორგანაშვილს 45 აბი ნარკოტიკის შეძენა-შენახვისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი საქმე, რომლითაც გამოძიება ბახალას ქვეყანაში დიდი ოდენობით ნარკოტიკის ჯგუფურად შემოტანას ედავება.