გიო  ხუციშვილი გარდაიცვალა

საზოგადოება გიო ხუციშვილს ემშვიდობება.

ცნობილი მომღერალი დღეს გამთენიისას ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ქალაქური სიმღერების უბადლო შემსრულებელს სიკვდილამდე ორი კვირით ადრე თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზის წინ სახელობითი ვარსკვლავი გაუხსნეს.

როგორ იხსენებენ მეგობრები გიო ხუციშვილს – რეპორტაჟში პირველი არხის არქივში დაცული უნიკალური საარქივო მასალაა გამოიყენებული, რომელშიც სხვადასხვა დროს ჩაწერილი ინტერვიუები და კონცერტებიდან ფრაგმენტებია თავმოყრილი.