გიგი წერეთლის განცხადება

ხელისუფლების მხრიდან არჩევნებისთვის ეუთო-ს დამკვირვებლების მოწვევას,  გიგი წერეთელი  დადებითად აფასებს, თუმცა ოპოზიციას მთავრობასთან კითხვები აქვს. ისინი ინტერესდებიან, პანდემიის ფონზე რამდენად მზადაა ქვეყანა სადამკვირვებლო მისიის მასპინძლობისთვის.

გიგი წერეთელმა არჩევნების პროცესის დემოკრატიულად ჩატარებაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2020 წლის არჩევნების ლეგიტიმურობა ხელისუფლების ქმედებებზეა დამოკიდებული.