გიგი წერეთელი იტალიის ელჩს შეხვდა

არჩილ ტატუნაშვილის საქმე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი ვითარება განიხილა იტალიის ელჩმა, ფრაქცია ევროპული საქართველოს თავმჯდომარესთან შეხვედრაზე.

აღინიშნა, რომ იტალიას, როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყანას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს და მაქსიმუმს აკეთებს იმისათვის, რომ სეპარატისტებსა და რუსეთზე საერთო ზეწოლის სწორი კოორდინაცია მოხდეს.

გიგი წერეთელმა, უცხოელ დიპლომატს მომხდარ ფაქტზე ინფორმაცია მიაწოდა.