გიგი უგულავას შეხვედრა ამომრჩევლებთან

„ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგი უგულავა, ზუგდიდის რაიონში, სოფელ კოკში ადგილობრივებს შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა. გიგი უგულავას თქმით, როგორც ზუგდიდში, ისე მთლიანად საქართველოში მძიმე სოციალური ფონია და ხელისუფლება ყველა პრობლემის მიმართ უყურადღებობას იჩენს. გიგი უგულავამ ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.