გიგი უგულავას სასამართლო პროცესი

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას პროცესი მიმდინარეობს. საქმე ეხება 2019 წლის დეკემბერში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ინციდენტს. უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ძალადობას გულისხმობს. მას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან.  უგულავა ბრალდებებს უარყოფს და ხელისუფლების მხრიდან მიზანმიმართულ დევნაზე საუბრობს. უგულავას მხარდასაჭერად სასამართლოსთან იმყოფებიან მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრები და სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები.

მოამბე