გიგი უგულავას სასამართლო პროცესი

გიგი უგულავა, მის საქმეზე დაზარალებულ ბადრი გავაშელიშვილის არა დისტანციურად, არამედ სასამართლო დარბაზში დაკითხვას ითხოვს. სწორედ ამ საკითხს მოჰყვა დაპირისპირება სხდომაზე. პროკურატურამ პროცესზე თქვა, რომ მოწმე სასამართლოს დისტანციურად ჩაერთვებოდა რადგან ქალაქში არ იმყოფება. სხდომა 2 ივლისამდე გადაიდო. გიგი უგულავას თქმით, პროკურატურა ბადრი გავაშელიშვილს მალავს, რადგან მის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. საქმე 2019 წლის დეკემბერში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ინციდენტს ეხება. გიგი უგულავას ძიუდოში ევროპის ჩემპიონ ბადრი გავაშელიშელიშვილზე ძალადობას ედავებიან.

მოამბე